მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები გადაარჩინეს

ქუთაისის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები გადაარჩინეს

ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გამოაჯანმრთელეს ფილტვების ფაქტობრივად 100%-იანი დაზიანებით შეყვანილი პაციენტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებია.

აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ანჟელიკა ფარცხალია, მძიმე მდგომარეობაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ კლინიკა “უნიქალ მედიში” შეიყვანეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, პაციენტს საჭირო კვლევები ჩაუტარდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი „უნიქალმედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდის შემდგომი გართულებებით, სუნთქვის უკმარისობის და ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოთავსდა.

მკურნალი ექიმის ვასილ ფარცხალაძის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე ფილტვის დაზიანება 24 ქულით შეფასდა, რაც ტოტალური ინფილტრაციაც ნიშნავს.

“ქრონიკული დაავადებების მატარებელ პაციენტს, აღენიშნებოდა ლიმფოლეიკოზი- თირკმლის უკმარისობა მესამე ხარისხში, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული, გულის იშემიური დაავადება, რაც მეტად ართულებდა პაციენტის მდგომარეობას“, – ამბობს კლინიკა „უნიქალმედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ ფარცხალაძე.

ექიმის განმარტებით, პაციენტის მდგომარება დინამიკაში გაუმჯობესდა, სწორი ტაქტიკით დაგეგმილმა მკურნალობამ, შედეგი რამდენიმე დღეში გამოიღო. სამკურნალო და შრომითი რეკომენადაციებით პაციენტი ბინაზე გაეწერა.

კომენტარები