მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის კოლორიტის ოთარ სულაბერიძის საფლავი გაძარცვეს

ქუთაისის კოლორიტის ოთარ სულაბერიძის საფლავი გაძარცვეს

ოღასკურის სასაფლაოზე ქუთაისის კოლორიტის ოთარ სულაბერიძის საფლავი გაძარცვეს, – ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანია ავრცელებს.

„ვიღაც ნაძირალებმა ქუთაისის კოლორიტის ოთარ სულაბერიძის (მეობას) საფლავი გაძარცვეს ოღასკურის სასაფლაოზე.

პოლიციას არ სცალია, ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. სამაგიეროდ, არჩევნებზე, ამ კრიმინალებთან ხელჩაკიდებულები ირბენენ საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად“, – წერს შუშანია.

 

კომენტარები