ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის კაბინეტი მოქალაქეებმა წებოვანი ლენტით – ე.წ. სკოჩით “აჭედეს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სამუშაო ოთახს ასევე პლაკატი წარწერით – “ზაზა ლომინაძე პუტინის ემისარი” გააკრეს.
როგორც ცნობილია, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა.
პროტესტის ავტორი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ქუთაისის საკრებულოს წევრი თედო მესხიაა.
კომენტარები