ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მერიის მიერ გადაბელილმა ჭადრის ხეებმა, ქუთაისელები ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ქალაქის მერიამ ასწლოვანი ხეები პალმებად გადააკეთა.
“ქუთაისის მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა”, – წერს ვატო ნებიერიძე.
“როცა ბათუმში გინდა, მაგრამ ძვირი გიჯდება”, – წერს გიორგი შამუგია.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ჭადრების გადაბელვის გამო, ორი დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო.
კომენტარები