მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიასთან აქცია – “არა რუსულ კანონს” გაიმართა

ქუთაისის მერიასთან აქცია – “არა რუსულ კანონს” გაიმართა

რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

ქალაქის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ორგანიზებით გამართულ აქციას სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებიც შეურთდნენ.

აქციაზე მყოფების თქმით, რუსული კანონის დაკანონების შემთხვევაში, თავისუფალი ადამიანების დევნა ქვეყანაში პუტინის მეთოდებით დაიწყება.

პროტესტის მონაწილეების განმარტებით, ისინი ხელისუფლებას არ მისცემენ უფლებას რუსული კანონპროექტი კანონად იქცეს.

“არა მარტო მედიის წარმომადგენლები, არამედ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დარჩება, თუ ამ კანონს მიიღებენ. გადინება ისედაც დიდია და ახალგაზრდები, რომლებიც იხედებიან ევროპისკენ, რომლის მომავალიც არის ევროპაში, იძულებული გახდებიან დატოვონ ქვეყანა. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქე უნდა დაუპირისპირდეს ამ კანონს, იმიტომ, რომ აღარ გვინდა რუსეთში ცხოვრება, საქართველოს მომავალი არის ევროპაში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო, პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება.

კომენტარები