მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერიასთან უცნობი პირები მოზარდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისის მერიასთან უცნობი პირები მოზარდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისის მერიასთან უცნობი პირები არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოზარდები ქალაქის მერიის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ველოსიპედებით და სხვადასხვა გასართობი საშუალებით ერთობოდნენ, რა დროსაც გაურკვეველმა პირებმა მოზარდებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი – ფიზიკური.

“უწესიერესი მოზარდები არიან, ზოგს ტატუ აქვს, ზოგს საყურე უკეთია, ძალიან უკონფლიქტო და პოზიტიური ბავშვები არიან, ამათმა კი საყურეები რომ დაინახეს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ დაარტყეს”, – ამბობს თვითმხილველი.

მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ქალაქის მერიის სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

ჯერჯერობით უცნობია საქმის კურსშია თუ არა პოლიცია მომხდართან დაკავშირებით.

კომენტარები