მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიას სოციალურად დაუცველმა დედის დაკრძალვის ხარჯები სთხოვა, უარის შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისის მერიას სოციალურად დაუცველმა დედის დაკრძალვის ხარჯები სთხოვა, უარის შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისის მერიასთან მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. სოციალურად დაუცველი მამაკაცის თქმით, დედა გაჭირვების გამო გარდაეცვალა, მერიას დაკრძალვის და მიცვალებულის სასაფლაოს ქვის ფული სთხოვა და უარი უთხრეს.

“ამათ ხალხის ცხოვრება არ აინტერესებთ, საფიცარი დედა გარდამეცვალა და მერიას სარიტუალო მომსახურების თანხა ვთხოვე და არ გვაქვსო, რესტორანში ქეიფის ფული ხომ აქვს მერს და გუბერნატორს, გამოწკეპილი რომ დადიან?! სწორედ ამიტომ მივიყენე თვითდაზიანებები”, – აცხადებს სოციალურად დაუცველი.

ადგილზე პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

კომენტარები