მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, – ამის შესახებ  ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ავრცელებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საკრებულოს სხდომაზე განიხილება საკითხი, მერიის თანამშრომლების ზრდაზე.

“ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაში 22 თანამშრომელს ამატებენ, აქედან 11 ადამიანს ხელშეკრულებით, 11 კი მერიის აპარატში. აქედან 6 კაცი იქნება ქოლცენტრშიო, სადაც  თანამშრომლები გვჭირდება სერვისებს გააუმჯობესების მიზნითო. საარჩევნოდ ამოქმედებული ქოლცენტრი  საეჭვო აქტივობაა”, – აცხადებს გიგა შუშანია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, როდესაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს.

კომენტარები