ქუთაისის მერია ავტომობილების რეცხვაში 15 210 ლარს იხდის.
ტენდერის თანახმად, რომელიც 7 დეკემბერს გამოცხადდა, კომპანიას ევალება ქუთაისის საკრებულოსა და მერიის 14 სამსახურებრივი მანქანის (7 ჯიპი და 7 სედანი) რეცხვა-დასუფთავება კვირის ნებისმიერ დღეს, 08:00-დან 22:00 საათამდე.
გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომობილები მაღალი ხარისხის სარეცხი საშუალებებით უნდა დაასუფთავოს.
კომენტარები