მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერია კვლავ აგრძელებს ქუთაისელების ფულის ფლანგვას და სავარაუდოდ, კორუფციაში არის ჩართული“

“ქუთაისის მერია კვლავ აგრძელებს ქუთაისელების ფულის ფლანგვას და სავარაუდოდ, კორუფციაში არის ჩართული“

სავარაუდო კორუფცია და გაფლანგული თანხა ქუთაისის მერიაში. ჩინოვნიკები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ, – აცხადებენ ოპოზიციაში.

„ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მერიამ ტურიზმის აიპისთვის 57 000 ლარად მინივენი შეიძინა და მეორე დღიდანვე 2 თვეში მის შეკეთებაში 6000 ლარი დახარჯა. მინივენის შეძენის შემდეგ კი ტრანსპორტს იმავე მიზნისთვის ისევ ქირაობდნენ, რაც დამატებითი ხარჯია.

„ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიაში შესაძლო კორუფციისა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“მაშინ, როდესაც უამრავი ქუთაისელი იბრძვის, რომ გაზრდილი კომუნალურები გადასახადების ფონზე ფიზიკურად გადარჩეს, ქუთაისის მერია კვლავ აგრძელებს ქუთაისელების ფულის ფლანგვას და სავარაუდოდ, კორუფციაში არის ჩართული. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც მერმა ერთ-ერთი აიპისთვის გაუმართავი 57 ათას ლარიანი ავტომობილი იყიდა და ეს მტკიცდება იმით, რომ მისი შეძენიდან ორ თვეში შესაკეთებლად ათასობით ლარი დაიხარჯა. რა მიზნითაც ეს ავტომობილი შეიძინეს, იმ მიზნით ეს ააიპი სხვა ტრანსპორტს ქირაობდა. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება”, – აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიის ტურიზმის აიპში გიგა შუშანიას 11:30 საათზე უპასუხებენ.

კომენტარები