ქუთაისის მერია საინფორმაციო ბანერებისა და სტიკერების დამზადება-მონტაჟისთვის ტენდერს აცხადებს.
ამისათვის ბიუჯეტიდან 17 250 ლარი დაიხარჯება.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ბანერები და სტიკერები მერიის მიწოდებული ტექსტის მიხედვით უნდა დაბეჭდოს და მიმწოდებელმა ბანერების და სტიკერების მონტაჟი უნდა მოახდინოს შემსყიდველთან შეთანხმებით, მერიის მიერ მითითებულ მისამართებზე.
კომენტარები