მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გუშინდელ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გუშინდელ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გუშინ ოპოზიციას დაუპირისპირდნენ, მადლობა გადაუხადა.

პეტრე ადამაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სურს საჯარო მოხელეების დისკრიმინაცია.

გუშინ ნიკეას ქუჩაზე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაერების დარიგებისას, საჯარო მოხელეებმა ოპოზიციის აქტივობის ჩაშლა სცადეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების იდენტეფიცირება მოახდინეს.

“ქალაქის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ “გაბრაზებული” ნიკეელების როლს, მათ კი ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც არის ნიკეაზე მერის წარმომადგენელი. ამ როლს ასევე თამაშობდა ბატონი დავით ბუხრაშვილი, რომელიც არის ზედამხედველობის აიპის თანამშრომელი. ასევე თენგიზ ფხაკაძე, რომელიც არის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი. ზურაბ სარალიძე, რომელიც არის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი. ასევე ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, რომლებიც არიან სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

კომენტარები