ქუთაისის მერიის წინ არსებული სასმელი წყლის შადრევანი უფუნქციოდ არის დატოვებული.
აღნიშნული სასმელი წყლის შადრევანი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია, არსებობს, თუმცა ის ამ დროისთვის უფუნქციოდ არის დარჩენილი.
“მოსახლეობა ხუმრობს, რომ ქალაქში ნაგვის ურნებიც კი არ დგას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი გარემოზე იზრუნა და მერიასთან სიგარეტების ნაწვის ურნა დადგაო”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები