ქუთაისის მერიის წინ, ქალაქის ისტორიულ ბულვარში არსებული ლამპიონების ნაწილი ჩაბნელებულია.
ბულვარის შესასვლელში, სადაც ტურისტები და ქალაქის სტუმრები და ადგილობრივები გადაადგილდებიან, ნათურები გადამწვარია.
ფოტოებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა აქვეყნებს და წერს, რომ მერიის წინ მსგავსი რამ არ უნდა იყოს.
ანალოგიური მდგომარეობა იყო ქუთაისის თეთრ ხიდზე, თუმცა პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, ხიდზე ლამპიონები განათდა.
კომენტარები