მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერისთვის განკუთვნილი 118 000-ლარიანი ავტომობილი დალუქეს

ქუთაისის მერისთვის განკუთვნილი 118 000-ლარიანი ავტომობილი დალუქეს

ქუთაისის მერისთვის განკუთვნილი ავტომობილი დალუქეს.

ახალი, 118 000-ლარიანი ავტომობილი, რომელიც ქალაქის ყოფილმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ბიუჯეტის ფულით გასულ წელს შეიძინა, ტრანსპორტის სამსახურის ეზოში გადაიყვანეს.

ლურჯი ფერის მაღალი გამავლობის ავტომობილი ამ დროისთვის უფუნქციოდ არის დატოვებული.

ქუთაისის  ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებდა, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილი იმიტომ შეარჩია, მას ხშირად უწევს თბილისში საქმიანი ვიზიტით წასვლა და აღნიშნული მანქანა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.

მერის ახალი მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი აღნიშნული ავტომობილით სარგებლობას არ აპირებს.

ქუთაისის მერიაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი გადაადგილებას მერიის ბალანსზე არსებული იმ ავტომობილით აგრძელებს, რომელსაც ის მოადგილეობის დროს იყენებდა.

კომენტარები