მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისის მერის მოადგილე ბიზნესის ტერორით არის დაკავებული, მას კი სუს-ის უფროსი მფარველობს”

“ქუთაისის მერის მოადგილე ბიზნესის ტერორით არის დაკავებული, მას კი სუს-ის უფროსი მფარველობს”

მრავალდარგოვანი კოლეჯის “მედიკ ფორტეს” დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას კორუფციულ გარიგებასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.

დიაკვნიშვილის თქმით, ზვიად გამსახურდიას 34 ნომერში მდებარე შენობა, რომელშიც ფართი 12-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული, გაყალბებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე ჩამოართვეს და დაბალ ფასად გაასხვისეს, იჯარით აღებული დროებითი ქონება კი ინვესტორმა შეიძინა.

დაზარალებული აცხადებს, რომ ქუთაისის მერის მოადგილე ქალაქში ბიზნესის ტერორით არის დაკავებული, მას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს.

“მერიამ, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, გამიუქმა ხელშეკრულება, დამინგრია შენობა და 5 წელია, დავდევ პროკურატურას, მერიას, სასამართლოს, მაგრამ შედეგი არ არის. ახლა, ამ პერიოდისათვის, მერიაში, ძირითადად, უნდა ვისაუბრო იუზა უგულავაზე. იმიტომ, რომ იუზა უგულავას ხელმოწერილი დოკუმენტები არსებობს, რითაც იუზა უგულავამ გააყალბა ყველა დოკუმენტი და ყველა საკითხი”, – აცხადებს დიაკვნიშვილი.

დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს “ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის ორგანიზაციაში.

“ინფო იმერეთი” ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გააკეთებს თუ არა კომენტარს მერის მოადგილე ბრალდებებზე ჯერ უცნობია. იუზა უგულავას გამოხმაურების შემთხვევაში, მის პოზიციასაც შემოგთავაზებთ.

კომენტარები