მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერის ხელფასი იზრდება – იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება მომავალი წლიდან 6 650 ლარი იქნება

ქუთაისის მერის ხელფასი იზრდება – იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება მომავალი წლიდან 6 650 ლარი იქნება

ქუთაისის მერის ხელფასი იზრდება. 5 500 ლარის შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება მომავალი წლიდან 6 650 ლარი იქნება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც დრამატულად მცირდება, საიდანაც ადამიანები უპერსპექტივობის გარეშე მიდიან და სოციალურად დაუცველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მერი ხელფასის გაზრდაზე არ უნდა ზრუნავდეს.

უარყოფითია მოსახლეობის შეფასებებიც.

” ქუთაისში არასოდეს მინახავს ახალგაზრდები ნაგვის ურნებთან და ახლა უკვე ბოლო პერიოდია ესეც შევნიშნე. ქუთაისში არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი. ადამიანები ღატაკდებიან, მერი კი პირად კომფორტზეა გადასული”, – აცხადებს ქუთაისელი ლეილა ნუცუბიძე.

კომენტარები