ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების უზრუნველსაყოფად ახალი ტარიფი დაადგინა.
ხორციანი სადილის მომზადება უფასო სასადილოში წელს თითქმის შეუძლებელი იქნება.
გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის მერიამ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია როდესაც ქუთაისის მერის ხელფასი 5 500 ლარია, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების გამოსაკვებად კი თვეში 67 ლარი იხარჯება.
კომენტარები