საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქალაქის 59-ე ოლქში არჩევნებისთვის 124 უბანი გაიხსნა, აქედან ორი სპეცუბანი. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, სადაც ხმის მიცემა მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით მოხდება. კოვიდუბანზე 400 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად ჯამში 19 პოლიტიკური პარტია იბრძვის. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ქუთაისის 7 მაჟორიტარულ ოლქში 52 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის 14 ქალია.
ქუთაისის მერობა 5 კანდიდატს სურს – მათ შორის ორი ქალია.
კომენტარები