მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ანნა სირბილაძესთან ერთად გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ანდრო ლოსაბერიძემ საარჩევნო პროგრამასა და გეგმებზე ისაუბრა.

“გაპონოვის მეოთხე შესახვევში მცხოვრებ ერთ-ერთ მოსახლეს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილი ჰყავს, მე და ანნა სირბილაძემ მათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა გავაცანით. ცენტრი ქუთაისში მოეწყობა, სადაც იქ მყოფ ბენეფიციარს საშუალება ექნება სრულად მიიღოს ის გარემო და დახმარება,რაც თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ადგილობრივი არჩევნები   2 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები