მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერობის კანდიდატების დებატებზე “ოცნების” კანდიდატი არ მივიდა

ქუთაისის მერობის კანდიდატების დებატებზე “ოცნების” კანდიდატი არ მივიდა

ქუთაისში, ტელეკომპანია “რიონის” ეთერში, ქალაქის მერობის კანდიდატების დებატებზე იოსებ ხახალეიშვილი არ მივიდა.

ოპოზიციის მერობის კანდიდატების თქმით, ხახალეიშვილის ეს ქმედება არ გაკვირვებიათ, რადგან ის ხალხთან ანგარიშვალდებული არ არის.

“არ გამკვირვებია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არ მოვიდა. ამ ადამიანს არაფერი აქვს სათქმელი ხალხთან, ეს ბატონი ანგარიშვალდებული კონკრეტულად სუს-ის წინაშე”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.

ქუთაისის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.

არჩევნები ორ ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები