მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის მაკრიტიკებელ მიმართვას არ შეუერთდა

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის მაკრიტიკებელ მიმართვას არ შეუერთდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის მაკრიტიკებელ მიმართვას არ შეუერთდა.

მიმართვას 50-მდე თეატრი, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციები და თეატრებში მოღვაწე პერსონალიები აწერენ ხელს და რუსეთის აგრესიას გმობენ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განუცხადა, რომ ოფიციალურ მიმართვას ლადო მესხიშვილის თეატრი მალე შეუერთდება.

“სამწუხაროდ, არ არის მესხიშვილის თეატრი, თუმცა აუცილებლად იქნება. ჩვენ ვიქნებით ხელმომწერებს შორის”, – აცხადებს თეატრის დირექტორი.

უცვლელად გთავაზობთ ქართული თეატრის მიმართვას, რომელსაც ხელს წამყვანი თეატრები და დამოუკიდებელი სახელოვნები ორგანიზაციები აწერენ.

“ჩვენ, საქართველოს თეატრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალები, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციები, თეატრში მოღვაწე პერსონალიები უკრაინის გვერდით ვდგავართ. დღეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომია, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია სისასტიკითა და ქსენოფობიური შემართეზით გაანადგუროს უკრაინა, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, კულტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა.

დღეს ჩვენი უკრაინელი კოლეგები – რეჟისორები, მსახიობები და თეატრის შოღვაწენი, იმის ნაცვლად რომ სპექტაკლები ითამაშოს, საომარ თეატრში არიან ჩასმულები და სამშობლოს სიტყვით კი არა, იარაღით ხელში იცავენ. დღეს უკრაინას საკუთარი სამშობლოსავით ვგულშემატკივრობთ. მისი ტკივილი განსაკუთრებულად გვტკივა.

გვახსენდება ყველაფერი – 9 აპრილი, ჩვენი აფხაზეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენი დაღუპული ბიჭები, გმირობისა და თავდადების ისტორიები და ასობით ათასი იძულებით – გადაადგელებული პირი. თითქოს ყველა მოუშუშებელი ჭრილობა ერთიანად გაგვეხსნა და ხელახალი სიმძაფრით სდის სისხლი. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის დანაშაული კაცობრიობის წინაშე სრულად იქნება გამოძებული და საკადრისად დაისჯება. გვწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! გვწამს, რომ სინათლე დაამარცხებს წყვდიადს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები