მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი შედგა

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი შედგა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი შედგა.

თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნა ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის სპექტაკლი “ჰედა გაბლერი”, რეჟისორი – თათა პოპიაშვილია.

სპექტაკლში ია სუხიტაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე, ქეთი ხიტირი და ლაშა ჯუხარაშვილი მონაწილეობენ.

ჰედა გაბლიარის როლს მსახიობი ია სუხიტაშვილი ასრულებს. გენერლის ქალიშვილი მიჩვეულია ჰქონდეს ყველაფერი, რაც სურს. თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ცდილობს თავი დააღწიოს ბანალურობას და გათავისუფლდეს იმ ქსელისგან, რომელიც თავადვე გააბა. ჰედა ცინიკურია, მაგრამ დაუცველი და მეამბოხე.

ის უკმაყოფილო ბრუნდება საქორწილო  მოგზაურობიდან, მისი ცხოვრება  მეცნიერ მეუღლესთან ერთად დამღლელი აღმოჩნდა, რის გამოც  საინტერესო ადამიანების ძიებაშია. არსებული რეალობით დაღლილი ჰედა გაბლერი  ბოლოს თავს იკლავს.

კომენტარები