ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 350 ადამიანი სამი თვეა, უმუშევარი დარჩა.
მეტალურგიული ქარხანა მოსახლეობის პროტესტის ფონზე გაჩერდა, რადგანაც გამონაბოლქვის გამო გარემოს დაბინძურება ხდებოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში მოხდა ფილტრების დამონტაჟება და ვენტილაციის გაწმენდა.
პროტესტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან გაიმართა.
კომენტარები