ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში ფულებს კრებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ვინც სკოლაში ფულს არ დადებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
“ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში ფულებს კრებენ. რაც მთავარია, ვინც ვერ დებს ფულს, ლანძღავენ.
რესურსცენტრის უფროსს და დირექტორს ძინავთ? გამოგაღვიძებთ მალე”, – წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ლევან ჭელიძე.
“ინფო იმერეთის” სატელეფონო ზარებს ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი არ პასუხობს.
კომენტარები