ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის 1200 მოსწავლე მესამე წელია, სასწავლო წელს საკუთარ სკოლაში ვერ იწყებს.
შენობის რეაბილიტაცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, დღესაც მიმდინარეობს.
რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი და ამ წლების მანძილზე შეიცვალა სამი კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.
პარტია “ლელოს” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო მიქაუტაძე მე-9 საჯარო სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაციის პროცესში დანაშაულებრივი გულგრილობისა და კორუფციული გარიგებების ნიშნებზე მიუთითებს.
ოპოზიციონერი განათლების სამინისტროსაგან რეაგირებას მოითხოვს.
კომენტარები