მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მოსახლეობა ბოლო 9 წელში 22 ათასით შემცირდა

ქუთაისის მოსახლეობა ბოლო 9 წელში 22 ათასით შემცირდა

ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც. თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით.

რაც შეეხება კლებას მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსთავში -5 100, ქუთაისში -4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200.

საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა)

თბილისი 2023 წ – 1 210 700, 2024წ – 1 227 800
ბათუმი 2023წ – 179 200 2024წ – 183 000
რუსთავი 2023წ – 132 300, 2024წ – 127 200
ქუთაისი – 2023წ – 130 400 2024წ – 125 600
გორი 2023წ – 44 400 2024წ – 42 600
ფოთი 2023წ – 41 500 2024წ – 41 200
ზუგდიდი 2023წ – 41 300 2024წ – 40 100
მარნეული 2023წ – 24 900 2024წ – 25 700
ხაშური 2023წ – 24 600 2024წ – 24 100
სამტრედია 2023წ – 22 200 2024წ – 21 100

მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 3 694 600 იყო, აქედან 2 254 200 საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს, 1 440 400 კი სასოფლო დასახლებაში.

კომენტარები