ქუთაისში მოსახლეობამ მეტალურგიულ ქარხანასთან აქცია გამართა.
ადგილობრივების თქმით, ქარხანა სპეციალური ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს აბინძურებს.
მათი თქმით, ღამით გამოყოფილი გამონაბოლქვის გამო მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ.
მოსახლეობა ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.
კომენტარები