მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ნაწილს 17 ნოემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქუთაისის ნაწილს 17 ნოემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

17 ნოემბრის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე, ქალაქ ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეწყდება.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეუწყდება ბაქოს (განჯის), აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

“აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 ნოემბრის 14:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და დანადგარები”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

კომენტარები