მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ოპერის თეატრი დირექტორის გარეშეა დარჩენილი – თორნიკე მარჯანიშვილმა მინისტრის “რჩევა” გაითვალისწინა

ქუთაისის ოპერის თეატრი დირექტორის გარეშეა დარჩენილი – თორნიკე მარჯანიშვილმა მინისტრის “რჩევა” გაითვალისწინა

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თორნიკე მარჯანიშვილმა თანამდებობა დატოვა. თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსთხოვა.

რამდენიმე თვის წინ, თეატრში მისულმა კულტურის მინისტრმა თორნიკე მარჯანიშვილი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციის კვოტით მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებდა.

მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.

“დიახ, დავწერე განცხადება და წამოვედი”, – აცხადებს თორნიკე მარჯანიშვილი.

ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი ახლა მერიის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა აიპში მუშაობს.

ახალი დირექტორი კი ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით უნდა დაინიშნოს.

კომენტარები