ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოცხადდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოს ოლქებში უბნების ბათილობას და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.
მანამდე, მესამე სექტორმა სასამართლოს სარჩელით 2 ნოემბერს მიმართა და ქუთაისში 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა, თუმცა, ქუთაისის სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
კომენტარები