ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე აჭარის ტელევიზიიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლებული დირექტორის ნათია კაპანაძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
ნათია კაპანაძის თქმით, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და მოსამართლე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის გამო მიიტანეს მასზე იერიში და თუ სიმართლე ქვეყნის შიგნით ვერ დადგინდა, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.
კომენტარები