მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, ბრალდებული ლევან სირაბიძე  დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული  სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლის ვადით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები