მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა რაოდენობა და ბიუჯეტი იზრდება, აღსაზრდელების რაოდენობა კი იკლებს

ქუთაისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა რაოდენობა და ბიუჯეტი იზრდება, აღსაზრდელების რაოდენობა კი იკლებს

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2014-2022 წლებში ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა 507-ით გაიზარდა.

„2014 წელს ქუთაისში თითო საბავშვო ბაღზე საშუალოდ 37 თანამშრომელი მოდიოდა, ხოლო 2022 წელს – 49.

2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 369-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც აღსაზრდელები მხოლოდ 183-ით.

2022 წელს ბაღების ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, თუმცა აღსაზრდელების რაოდენობა შემცირდა.

ჩნდება ეჭვი, რომ გაზრდილი დაფინანსება მეტწილად დასაქმებულებს ხმარდება და არა აღსაზრდელებს, რომელთა რაოდენობაც ყოველწლიურად მცირდება.

სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაქმებული პირები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, რაც კანონით აკრძალულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები