მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს “ოცნებამ” “სურვილების სია” ჩამოაწერინა 

ქუთაისის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს “ოცნებამ” “სურვილების სია” ჩამოაწერინა 

ქუთაისში, “ქართულმა ოცნებამ”  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს ფურცლები დაურიგა, სადაც აღნიშნულია სახელი, გვარი, პირადობის და ტელეფონის ნომერი.

საჯარო სექტორში დასაქმებულებს თავიანთი სახელის გასწვრივ უნდა დაეწერათ სურვილი, რომელსაც ხელისუფლება იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ არჩევნებში მოიგებენ. სურვილების უმეტესობა სამედიცინო საჭიროებებს მოიცავს.

როგორც აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, საჯარო სექტორში დასაქმებულებს იმდენად მიზერული ხელფასი აქვთ, რომ თავად მათი ხელფასებით ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვერ ახერხებენ.

აღნიშნული დოკუმენტაცია “ინფო იმერეთს” ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელმა გადასცა.

ის აცხადებს, რომ აქციაზე წასვლა არ სურდა, თუმცა აიძულეს.

კომენტარები