ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ამ დრომდე ალექსანდრე თევზაძე იყო.
უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
კომენტარები