მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულოს ბიუჯეტის მიღებისთვის საათნახევარზე ნაკლები დასჭირდა. 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 19 დეპუტატმა ერთხმად მისცა ხმა.

მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ დასწრებია, თუმცა განაცხადეს, რომ მომავალ წელს აღნიშნული ბიუჯეტის გათვალსიწინებით მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება, ხელისუფლება კი გამდიდრება.

მომავალ წელს ბიუჯეტის 43 პროცენტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება.

2023 წლის ბიუჯეტს “ქართულ ოცნებასთან” ერთად მხარი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა კობა გურულმაც დაუჭირა.

კომენტარები