ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირაკლი შენგელია გახდა.
მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ხმა მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ ბრეგაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობა სამმა დეპუტატმა არ მიიღო. ქუთაისის საკრებულოში 2 დეპუტატი გახარიას პარტიას ყავს, ერთი დეპუტატი კი “სტრატეგია აღმაშენებელს” წარმოადგენს.
დღესვე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები.
“ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს პლაკატებით “თავისუფლება მიშას” ესწრება.
კომენტარები