წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა.
პოლიეთილენის ნარჩენებისგან გაიწმინდა ზვიად გამსახურდიას პირველი შესახვევი.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 22 მარტს აღინიშნება.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება სუფთა წყლით ისარგებლოს.
22 მარტი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალური და ეკონომიური გამოყენება.
კომენტარები