ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. მიზეზი უმრავლესობის ორი დეპუტატის ონლაინ ჩართვა გახდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კანონდარღვევაა დეპუტატების ნაწილის ონლაინ ჩართვა და მოითხოვენ, მათ არ მიეცეთ მონაწილეობის უფლება.
ოპოზიციის თქმით, “ქართულ ოცნებას” ხელფასების გაზრდის საკითხის დამტკიცება სურს და ამისთვის ხმათა უმრავლეობა სჭირდება.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები კორონავირუსით არიან ინფიცირებული და მათ კანონი აძლევს უფლებას დისტანციურად ჩაერთონ.
დღესვე საკრებულომ ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც ხმათა უმრავლესობა სჭირდება.
დარბაზში მმართველი გუნდის 16 და ოპოზიციის 15 წევრია.
კომენტარები