ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის გამიჯვნისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანონი, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იწონებს, საქართველოში მიღებული ვერ იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა “ოცნების” საკრებულოს წევრებს მოუწოდეს, რომ შვილებთან ომს თავი დაანებონ და ქვეყნის ევროპული გზის მხარდამჭერები გახდნენ.
თავის მხრივ კი, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდეს, დაანებონ თავი საჯარო მოხელეების ბულინგს.
კომენტარები