მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოს ქვორუმისთვის ყოფილი დეპუტატი დასჭირდა

ქუთაისის საკრებულოს ქვორუმისთვის ყოფილი დეპუტატი დასჭირდა

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო დაგვიანებით დაიწყო.

სხდომას, სადაც ორი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ, ოპოზიცია არ დაესწრო.

მმართველ გუნდს ქვორუმისთვის ყოფილი დეპუტატის დაბრუნება დასჭირდა.

“ქართული ოცნების” წევრმა ბექა მახარაძემ საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, ოპოზიციის ბოიკოტის დასაძლევად კი საკრებულოს დატოვებაზე მან დროებით უარი განაცხადა და კენჭისყრაში  მონაწილეობა მიიღო.

დღეს საკრებულომ უფლებამოსილება შეუჩერა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს , ასევე ქალაქში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.

კომენტარები