მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაურია ქუთაისის საკრებულოში. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდებას მოყვა.

ფრაქცია “ახალის” დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს რუსული კანონის დაგმობისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, აღნიშნული კანონი, ქვეყნის საწინააღმდეგოა და მისი მხარდაჭერა ღალატია.

მოწოდებას უმრავლესობის უკმაყოფილება მოყვა, მათ ოპოზიციონერებს კანონის წაკითხვისკენ მოუწოდეს.

მხარეები ერთმანეთს “მონებს და მოღალატეებს” უწოდებენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე აქციის დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები გამოფინეს.

კომენტარები