ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრის.
ოპოზიციის განმარტებით, ისინი მომდევნო წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ბიუჯეტი ხალხის ნაცლად ჩინოვნიკების კომფორტზეა ორიენტირებული.
ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი თანხა 89 876 000 ლარის შეადგენს. პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურა, კულტურა და სოციალური პროგრამებია.
კომენტარები