მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის საკრებულო 2023 წლის ბიუჯეტს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე დაამტკიცებს

ქუთაისის საკრებულო 2023 წლის ბიუჯეტს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე დაამტკიცებს

ქუთაისის საკრებულომ დღეს 2023 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ჩაივლის, რადგან 14 დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ოპოზიციონერები მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

“ბოიკოტის რეჟიმში რომც არ ვიყოთ, აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს მაინც არ დავუჭერდით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს ქუთაის და ქუთაისელების მოთხოვნებს, 43.5% არის შრომით ანაზღაურებაზე მიმართული, მინიმალიზებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები, რაც ყველაზე მთავარია, ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე ძალიან მალე მოუწევთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს გაზარდონ 100%-ით ტრანსპორტის ღირებულება და პარკინგის გადასახადი”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი კილაძემ.

საკრებულოს უმრავლესობას “ქართული ოცნება” წარმოადგენს, შესაბამისად პროექტი, სავარაუდოა, რომ დამტკიცდება.

კომენტარები