მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოკლული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი გადაასვენეს

ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოკლული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი გადაასვენეს

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მოკლული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა.

ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები