მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის სასამართლომ “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სასამართლომ “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისათვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, დაკავებულების მიერ მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული თავად ბრალმდებელმა ჩაიდინა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი 23 იანვარს დააკავეს.

კომენტარები