მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის სასამართლოსთან ლექსო რაფავას გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისის სასამართლოსთან ლექსო რაფავას გათავისუფლებას მოითხოვენ

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

დაკავებულ სამართალდამცველს იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა მათ ჩაუდეს.

დღეს არის პირველი პროცესი, როცა რაფავას პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოიყვანენ, მანამდე მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ქუთაისის სასამართლოში რამდენიმე სხდომა გადაიდო.

წინასასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაკავებული პოლიციელის ოჯახის წევრები და ნათესავები აქციას მართავენ და ლექსო რაფავას გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები