მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის სასამართლოსთან ლექსო რაფავას პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის სასამართლოსთან ლექსო რაფავას პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი არჩევნების წინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულ სამართალდამცველს იარაღის შეძენა -შენახვას ედავებიან, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა მათ ჩაუდეს.

წინასასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაკავებული პოლიციელის ოჯახის წევრები და ნათესავები აქციას მართავენ და ლექსო რაფავას გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები