ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს პირს, რომელმაც ავტობუსში მობილური დაკარგა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონი ნაპოვნია 1L ავტობუსში, სახელმწიფო ნომრით 219.
“პატრონს, გთხოვთ, მოაკითხოთ კომპანიის უსაფრთხოების სამსახურს, სულხან-საბას 71 ა, (ათი ნომერი ავტობუსის ბოლო გაჩერება)”,- აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
კომენტარები